ბიძინა ივანიშვილი: მილიარდიან პროექტში აუცილებლად განიხილება ის, რომ რაჭველებს იოლად ხელმისაწვდომი ფული ჰქონდეთ

ბიძინა ივანიშვილი: მილიარდიან პროექტში აუცილებლად განიხილება ის, რომ რაჭველებს იოლად ხელმისაწვდომი ფული ჰქონდეთ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ონში შეკრებილ მოსახლეობას კოალიციის პრიორიტეტები და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მან ამომრჩეველთან სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, 1 მილიარდიან პროექტში აუცილებლად განიხილება ის, რომ რაჭველებს იოლად ხელმისაწვდომი ფული ჰქონდეთ.

„თქვენ თვითონ შეიძენთ და ააშენებთ ხორცის, რძისა და ყველის გადამამუშავებელ ქარხნებს და ამით სტიმული მიეცემა ამ დარგის განვითარებას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ გაატიალეს ჩვენი ტყეები. ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს ადგილზე, აქედან მორები არ უნდა იზიდებოდეს და რაც მთავარია, ამისგან სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს და არა ვიღაც კამპანიებმა, რომლებიც არც კი ვიცით საიდან მოდიან", - განაცხადა ივანიშვილმა.