„საქართველოს გზა“ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარად დასახელებული დეპუტატობის კანდიდატებს მოხსნის

„საქართველოს გზა“ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარად დასახელებული დეპუტატობის კანდიდატებს მოხსნის

პარტია "საქართველოს გზა" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და არჩევნებზე მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" დაუჭერს. ამასთან დაკავშირებით განცხადება პარტიის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

 მათი თქმით, დღეს როგორც არასდროს ცვლილებების დროა და ეს დამოკიდებულია ამ არჩევნებში ჭეშმარიტი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე.

„დღეს, როდესაც სათავეში არაეროვნული ხელისუფლება გვყავს და ბრძოლა საქართველოს გადარჩევნისთვის მიდის, პარტია "საქართველოს გზა" გრძნობს რა ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას, უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით მზად არის, კოალიცია "ქართულ ოცნებას" დახმარება გაუწიოს. ვურჩევთ სხვა ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებს, ანალოგიური ნაბიჯი გადადგან. "საქართველოს გზა" არის ის პარტია, რომელიც იდგა და იდგება ქართული სახელმწიფოებრიობის დამცველად. მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის მომხრეებს, არჩევნებში მხარი კოალიცია "ქართულ ოცნებას" დაუჭირონ, ვინაიდან დღეს როგორც არასდროს ცვლილებების დროა და ეს დამოკიდებულია ამ არჩევნებში ჭეშმარიტი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე", - განაცხადეს "საქართველოს გზის" წარმომადგენლებმა.

შესაბამისად, პარტია მის მიერ საპარლამენტო არჩევნებში დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების  მოხსნას აპირებს.