ვენესუელაში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ვენესუელაში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ვენესუელაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაადენობა იზრდება. გარდაცვლილია 19 და დაშავებულია ათეულობით ადამიანი,რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

აფეთქება დღეს დილით მოხდა ქარხანაში, რომელიც საპორტო ქალაქ ამუაისთან ახლოს მდებარეობს.

ვენესუელის ენერგეტიკის მინისტრის რაფაელ რამირესის განცხადებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწია, რამაც არა მარტო ადამიანთა სოცოცხლე შეიწირა, არამედ ახლომდებარე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. „ეს იყო მძლავრი აფეთქება, რომელმაც ინფრასტრუქტურა და სახლები დააზიანა, რომლებიც ქარხნის მოპირდაპირედაა განლაგებული“,-განაცხადა რამირესმა და აღნიშნა, რომ მეზობელი სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.