სომხეთი სირიელ სომხებს იფარებს

სომხეთი სირიელ სომხებს იფარებს

სომხეთის საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, სირიიდან დევნილმა  90-მა სირიელმა სომეხმა  ითხოვა თავშესაფარი. მარტო აგვისტოს თვეში, ქვეყანაში თავშეფარების უფლება 28 ოჯახის 53-მა წევრმა ითხოვა. სომხეთის ტერიტორიული მართვის სამინისტრომ ყველა მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სირიიდან დევნილთა ნაწილი სამინისტრომ თავშესაფრებში განათავსა, ნაწილიც ნათესავებს შეეფარა.

სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, პირს, რომელიც დევნილის სტატუსს იღებს და ღებულობს თავშესაფარს, სახელმწიფო იცავს, მას უფლება ეძლევა სომხეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით იცხოვროს.