ბიზნეს გამოცემა Forbes -ის ყოველწლიურ რეიტინგში დიზაინერი დიანა ფონ ფიურსტენბერგი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ქალბატონი გახდა. მან ჩამოიტოვა მოდის სამყაროს რკინის ლედი, ამერიკულიVogue-ს მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, დიზაინერი მიუჩა პრადა და სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი.
Forbes -ის „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალბატონის“ რეიტინგში დიანა, 33 ადგილზეა, ანა ვინტური 51-ზე, პრადა 67-ზე, ხოლო ჟიზელი 83 ადგილს დასჯერდა.
დიანა ფონ ფიურსტენბერგი არის ასოციაცია CFDA-ს დირექტორი. ასოციაცია 350 ამერიკელ დიზაინერს აერთიანებს და მისი წლიური შემოსავალი 200 მილიონ დოლარზე მეტია.