ირაკლი ალასანია ცაიშელ როზა წყაბელიას ესტუმრა

ირაკლი ალასანია ცაიშელ როზა წყაბელიას ესტუმრა

  “ქართული ოცნების“  ზუგდიდის მაჟორიტაროების კანდიდატი ირაკლი ალასანია ცაიშელ როზა წყაბელიას ესტუმრა.

 ალასანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, როზა წყაბელია 24 ივლისის ინციდენტის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, როცა პრეზიდენტთან შესახვედრად მისული ქალბატონი, ძალის გამოყენებით გაიყვანეს შეხვედრის ადგილიდან, შემდეგ კი მას პრეზიდენტი საგანგებოსდ ეწვია.

 „შეურაცხყოფა რომელიც ამ ქალს მიაყენეს, იყო სადისტური ფორმით განხორციელებული. ქალბატონი როზა ,სოციალურად დაუცველია და ოთხ შვილიშვილს მარტო უვლის. მათგან სამი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, მაგრამ სახელმწიფო დღემდე არაფერს აკეთებს ასეთი  ადამიანებისთვის. ინციდენტი თუ არ მოხდა, მანამდე ყურადღებას არავინ აქცევს ასეთ ადამიანებს. ეს სავალალოა და უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.