„ქართულმა ოცნებამ“ სიებში 350 000 უზუსტობა აღმოაჩინა

„ქართულმა ოცნებამ“ სიებში 350 000 უზუსტობა აღმოაჩინა

„ქართული ოცნების“ იურისტის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, კოალიცის მიერ ჩატარებულ „კარდაკარის“ დროს 350 000 უზუსტობა აღმოჩნდა. ქუცნაშვილმა უზუსტობების ჩამონათვალი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას გადასცა

„"ამ სიებში თქვენ იხილავთ როგორც გამორჩენილ, ასევე მიწერილ, გარდაცვლილ და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის მონაცემებს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მზად არის სახელმწიფო კომისიასთან ერთად, ნებისმიერ დროს 15 სექტემბრამდე გავიდეს და გადაამოწმოს ეს მონაცემები",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ კოალიცია მზად არის მამუკა კაციტაძის კომისიასთან თანამშრომლობისთვის.