ხიდაშელმა იორმუღანლოს რაიონის პოლიციაში გამგებლის წინააღმდეგ სარჩელი  შეიტანა

ხიდაშელმა იორმუღანლოს რაიონის პოლიციაში გამგებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საგარეჯოს რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ხიდაშელი რაიონში გამართული შეხვედრის დროს გამგებლის დისშვილების მისვლასა და შეხვედრის ჩაშლის მცდელობას ასაჩივრებს. საჩივარიც გამგებლის წინააღმდეგ  სწორედ კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით შევიდა.

„თბილისში დაბრუნების შემდეგ, განცხადებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებათშორის კომისიაშიც შევიტანთ“, - განაცხაადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, რაიონის ბაზარში გამართულ შეხვედრაზე გარკვეული ინციდეტი მოხდა, რომელიც გამგებლის დისშვილების მისვლასა და შეხვედრის ჩაშლის მცდელობას უკავშირდება.

„საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს დილიდან დაჰყვებოდა „თვითმარქვია" სააგენტო „ინფო 9"-ს ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც „ინფო 9“ -ის იმ კამერებზე მიიტანეს იერიში, რომელიც სინამდვილეში „ხელისუფლების მიერ შექმნილი სუროგატი სააგენო“ აღმოჩნდა“, - განაცხადა ხიდაშელმა From.ge -სთან საუბარში.