დავით გამყრელიძე: ყველა სოფელში თითო საწარმო - სავსებით რეალისტური გეგმაა

დავით გამყრელიძე: ყველა სოფელში თითო საწარმო - სავსებით რეალისტური გეგმაა

ახალი მემარჯვენეების ლიდერი, დავით გამყრელიძის განცხადებით, ყველა სოფელში თითო საწარმო სავსებით საკმარისია. ამის შესახებ მან ქედის რაიონის სოფელ ზვარეში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

"ჩვენ სწორედ იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც ადრე წვენების დამამზადებელი საწარმო არსებობდა და სოფლის მოსახლეობა იყო დასაქმებული. ქედის რაიონის, მთლიანად აჭარის, როგორც ციტრუსის, ხილის, ჩაის, თამბაქოს მწარმოებლის უდიდესი პოტენციალი ხელისუფლების მიერ სრულიად იგნორირებულია და არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ აქ ეს ყველაფერი ისევ ადამიანების დასაქმების და ოჯახების შემოსავლის წყაროდ იქცეს"- განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მისი თქმით, "ახალი მემარჯვენეების" პროგრამა ითვალისწინებს საქართველოში ყველა ოჯახი მინიმუმ 1000 ლარიანი შემოსავლით იყოს უზრუნველყოფილი და ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა სწორედ ყველა სოფელში მინიმუმ ერთი საწარმოს შექმნაა.

„ შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად რეალობად იქცევა თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ბიზნესის სტიმულირებას ჩადოს ინვესტიციები სოფლად წარმოების განვითარებისთვის. შეიძლება აჭარაში მანდარინი ულპებოდეთ და ის ლიმონათის, წვენების, კონცენტრატების წარმოებისთვის არ იქნას გამოყენებული? ყველა სოფელში თითო საწარმო - სავსებით რეალისტური გეგმაა და ჩვენ ამ გეგმის საკანონმდებლო ბაზას მომავალ პარლამენტში აუცილებლად შვქმნით", - განაცხადა დავით გაყრელიძემ.

გამყრელიძე ზვარეს აჭარის უმაღლეს საბჭოს, "ახალი მემარჯვენეების" ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა გორგილაძესთან ერთად ესტუმრა. შეხვედრას "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები მანანა ნაჭყებია და ლევან კალანდაძეც ესწრებოდნენ.