ინგა გრიგოლია:  განცხადების ავტორმა გაიხსენოს პატრიარქთან როგორ აღმოჩნდება ხოლმე მიხეილ სააკაშვილი

ინგა გრიგოლია: განცხადების ავტორმა გაიხსენოს პატრიარქთან როგორ აღმოჩნდება ხოლმე მიხეილ სააკაშვილი

"ქრისტიან-დემოკრატების“  გლადანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ინგა გრიგოლია საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელს ლაშა ჟვანიას ურჩევს, გადახედოს  პოლიტიკოსების ვოიაჟების და პოლიტიკური თავყრილობებისთვის, სადაც მეუფეები და მამაოები მიდიან.

“კარგი იქნებოდა, ამ განცხადების ავტორს გადაეხედა იმ პოლიტიკოსების ვოიაჟებისთვის და პოლიტიკური თავყრილობებისთვის, სადაც მეუფეები და მამაოები მიდიან, ან გაიხსენოს პატრიარქთან როგორ აღმოჩნდება ხოლმე მიხეილ სააკაშვილი. ქდმ-ს არც ერთ პარტიულ ღონისძიებაზე არ ჰყოლია, სასულიერო პირი. პატრიარქს ჩვენ პოლიტიკური მიზნებისთვის არ ვიყენებთ. თუ ვინმე არ სპეკულირებს საეკლესიო თემით, ეს ვართ ჩვენ. ვურჩევ ყველას, ეკლესიაში განხეთქილების შეტანას შეეშვან”, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ  პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში სტუმრობისას.

„ქრისტიან-დემოკრატების“საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ დაპირებას-გამარჯვების შემთხვევაში საპატრიარქოსთვის სახელმწიფო დაფინანსების ოთხმაგად გაზრდას ანუ 100 მილიონი ლარის გადარიცხვას, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტია  თავს ამის უფლებას არ უნდა აძლევდეს. „რატომ აძლევს თავს უფლებას პოლიტიკური პარტია საპატრიარქოსთვის თანხის გამოყოფის ოდენობა წინასაარჩევნო პროგრამაში ახსენოს“,-წერს ჟვანია.