ამ წუთებში პარლამენტის შენობიდან დეპუტატების ავეჯი გააქვთ

ამ წუთებში პარლამენტის შენობიდან დეპუტატების ავეჯი გააქვთ

ამ წუთებში პარლამენტის შენობიდან დეპუტატების ავეჯი გააქვთ. პარლამენტის ეზოში სატვირთო ავტომანქანა დგას, სადაც პარლამენტის “C” კორპუსიდან ავეჯს ტვირთავენ. მას სავარაუდოდ, ცესკოს ან ფინანსთა სამინისტროს გადასცემენ.

როგორც from.ge-სთვის გახდა ცნობილი, პარლამენტიდან რამდენიმე ასეულ მაგიდას, სკამებს, ტელევიზორის დასადგამსა და კარადებს გაიტანენ. რაც შეეხება კომპიუტერებს, მათი ბედი ჯერ გაურკვეველია და ცნობილი არ არის ვის გადასცემს პარლამენტი საკუთარ კომპიუტერებს.

ბოლო პერიოდში, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იმით არიან დაკავებული, რომ ინვენტარის აღრიცხვა-აღწერა მიმდინარეობს. შესაბამისი მონაცემები კი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.