ელისო  ჩაფიძე აცხადებს, რომ   მის  სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,  ელისო ჩაფიძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.  ამის შესახებ განცხადება მაჟორიტარობის კანდიდატმა გააკეთა.  ჩაფიძის განმარტებით, მას კუდის თანამშრომლები დასდევენ და არკვევენ მისი გადაადგილების მარშრუტებს.

‘ხელთ მაქვს ტყიბულის კუდის უფროსი  უფროს კობა შარვაძის ჩანაწერი, სადაც ის თანამშრომლებს ავალებს დეტალურად შეისწავლონ ჩემი გადაადგილების მარშრუტი და ჩემი მანქანის ტექნიკური მდგომარეობა“,-აცხადებს ჩაფიძე.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ მის ხელთარსებული მასალები მან რამდენიმე საელჩოს უკვე გადაუგზავნა.