ბაქრაძე დღეს  ასპინძის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

ბაქრაძე დღეს ასპინძის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს 3 რაიონის – ასპინძის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.

ადიგენის რაიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი იქნება. ასპინძის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე, ხოლო ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი – სამველ პეტროსიანი იქნება.

ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ სამივე რაიონის მაჟორიტარებად ახალი  კანდიდატები წარადგინოს და უარი თქვა ამ რაიონებში მოქმედი დეპუტატების ხელახლა წარდგენაზე.