ვანო მერაბიშვილმა დიმიტრი გვინდაძეს ჰკითხა ნაწყენი ხომ არ არის?

ვანო მერაბიშვილმა დიმიტრი გვინდაძეს ჰკითხა ნაწყენი ხომ არ არის?

 

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ნიკა გილაურის განცხადებით, საპარტნიორო ფონდი ამჟამად ფლობს რკინიგზის 100%–იან აქციებს, გაზის კორპორაციის, ელქტროსისტემის და სხვა კომპანიების. აღნიშნული განცხადება ნიკა გილაურმა დღეს იმ დროს გააკეთა, როდესაც პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილედ დიმიტრი გვინდაძის კანდიდატურა წარადგინა.

„ჩვენ არაფერი დაგვიტოვეთ“, – იხუმრა მერაბიშვილმა მას შემდეგ რაც საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში არსებული კომპანიების შესახებ შეიტყო.

„რაც ჩამოთვალეთ თუ რაიმე არ მუშაობს ნიკა გილაურის ბრალია“, – ხუმრობით მიმართა მერაბიშვილმა გილაურს.

პრემიერმა ისიც თქვა, რომ როდესაც დიმიტრი გვინდაძე „სხვა მისიებისთვის დასჭირდებათ“, საპარტნიორო ფონდმა „თავის ფასში უნდა ათხოვოს“.

ამის შემდეგ პრემიერი გვინდაძეს შეეკითხა ნაწყენი ხომ არ არის? გვინდაძემ  მხოლოდ თავი გააქნია. მის მაგივრად მერაბიშვილს ნიკა გილაურმა უპასუხა, რომ გვინდაძე ნაწყენი არ არის.