ქართველ ოლიმპიელებს ჯილდოს ღირებულებას სექტემბერში გააცნობენ

ქართველ ოლიმპიელებს ჯილდოს ღირებულებას სექტემბერში გააცნობენ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტრო  ქართველი ოლიმპიელების ჯილდოს ღირებულებას პირველ სექტემბრამდე გამოაცხადებს. როგორც თავდაპირველად, ოლიმპიადის დაწყებამდე  გახდა ცნობილი, ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემთხვევაში, სპორტსმენს 1 მილიონი დოლარი გადაეცემოდა საჩუქრად, თუმცა შემდეგ სპორტის სამინისტროში განმარტეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტრომ კი რადიო „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ ჯილდოები მედლების მიხედვით დიფერენცირდება და შესაბამისად ყველაზე ძვირადღირებულ საჩუქარს სახელმწიფოსგან ოქროს მედლის მფლობელი მიიღებს.

 საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ლონდონის 30–ე ოლიმპიადაზე 7 მედალი მოიპოვა,  აქედან 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.