საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან  ყოფილი მებრძოლები, პოლიტიკოსები,ჭირისუფლები და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან, ყველას, ვისაც სურვილი გააჩნია, პატივი მიაგოს 19 წლის წინ აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაღპული გმირების ხსოვნას.

მემორიალთან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და „ევროპელი დემოკრატები“ უკვე მივიდნენ და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

როგორც „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ განაცხადა, მემორიალთან მისვლას და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას  ნინო ბურჯანაძე და პარტიის წევრებიც აპირებენ.