ქდმ-მ თბილისის 8 რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

ქდმ-მ თბილისის 8 რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

თბილისის 8 რაიონში ქდმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი გიორგი თარგამაძემ დღე დაასახელა.

ვაკეში კენჭს იყრის მოჭადრაკე ნინო გურიელი , ჩუღურეთში - კახა ბასილია, კრწანისში - ზაზა გაბუნია, ისანში - ლევან ვეფხვაძე, გლდანში - ინგა გრიგოლია, ნაძალადევში - ჯაბა სამუშია, სამგორში - მაგდა ანიკაშვილი, ხოლო მთაწმინდაზე -ფერია ანთია. 

რაც შეეხება საბურთალოსა და დიდუბეს, ამ რაიონებში მაჟორიტარებს ქდმ მოგვიანებით დაასახელებს.

პარტიის ცნობით, თბილისის 8 რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს ქდმ-ს ლიდერი გიორგი თარგამაძე ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მიმდინარე ყრილობაზე  წარადგენს.