ყაზახეთში 8 ეგერის ცხედარი აღმოაჩინეს

ყაზახეთში 8 ეგერის ცხედარი აღმოაჩინეს

ილე-ალატაუსკის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი. ყველა მათგანი ეგერია, მათი ცხედრები კი ზოგი სახლებში, ზოგიც სახლების მახლობლად აღმოაჩინეს. 

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის აკილტაია კასიმოვის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის არის ბრაკონიერებთან  ცნობილი მებრძოლი ზახაროპულოც, ნაპოვნია აგრეთვე მისი ვაჟიშვილის მანქანა, რომელშიც სისხლის კვალია აღმოჩენილი. მინისტრის განცხადებით, მუშავდება მკვლელობის რამდენიმე ვერსია.

„ჯერჯერობით ვმუშაობთ ვერსიაზე, რომ ეს არის შიდა გარჩევა, რადგან იქ მყოფი ეგერებიდან ყველა გარდაცვლილი არ არის, შესაძლებელია გარედან მოსულიყო ვინმეც“,-აცხადებს კასიმოვი.