ბონდო შალიკიანს დღეს ქუთაისში დაკრძალავენ

ბონდო შალიკიანს დღეს ქუთაისში დაკრძალავენ

 საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ბონდო შალიკიანს დღეს ქუთაისში დაკრძალავენ. ბონდო შალიაკიანი რამდენიმე დღის წინ მინსკში მოკლეს. რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შალიაკიანის მკვლელობა საცხოვრებელ სახლთან ახლოს განხორციელდა. რუსული მედიისვე ინფორმაციით, შალიაკიანის მკვლელობა შეკვეთილია და გარჩევებს უკავშირდება.

შალიაკიანის ცხედარი  ქუთაისში ორი დღის წინ ჩამოასვენეს.

ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი ბონდო შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შალიკიანის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ოპერაციას შსს-ს მაშინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.