ემი ვაინჰაუზის ჰიტი ბოლო 60 წლის განმავლობაში საუკეთესო სიმღერად აღიარეს(VIDEO)

ემი ვაინჰაუზის ჰიტი ბოლო 60 წლის განმავლობაში საუკეთესო სიმღერად აღიარეს(VIDEO)

ცნობილი ბრიტანული ჟურნალი New Musical Express აგვისტოში 60-წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოცემამ გადაწყვიტა მკითხველისთვის შეეთავაზებინა გამოკითხვა, რომელიც ბოლო სამოცი წლის საუკეთესო სიმღერებს შეარჩევდა. პირველი ადგილი რეიტინგში ემი ვაინჰაუზის ჰიტმა „Rehab“ დაიკავა.

გამოკითხვა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე შეირჩა 100 საუკეთესო ჰიტი 50-იანი წლებიდან დღემდე, ხოლო შემდეგ ეტაპზე, მხოლოდ, 20 გადავიდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ემის გარდა, სუსტი სქესის სხვა, არც ერთი წარმომადგენელი არ შესულა.

მეორე ადგილზე გავიდა თანამედროვე The Killers სიმღერით,- Mr. Brightside, ხოლო ლიდერთა სამეულის ბოლო ადგილი კლასიკურმა ბრიტანულმა ჯგუფმა Joy Division დაიკავა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკით სიყვარულზე Love Will Tear Us Apart.

ბოლო  60 წლის 20 საუკეთესო სიმღერის სია შემდეგნაირად გამოიყურება: Amy Winehouse - Rehab; The Killers - Mr. Brightside; Joy Division - Love Will Tear Us Apart; The Strokes - Last Nite;Nirvana - Smells Like Teen Spirit;. The Cure - Boys Don't Cry;The Smiths - There Is A Light That Never Goes Out;The Clash - London Calling;. Arctic Monkeys - I Bet You Look Good On The Dancefloor; The Kinks - You Really Got Me;. Oasis - Wonderwall; The Smiths - How Soon Is Now; The White Stripes - Seven Nation Army; The Who - My Generation;Pulp - Common People; Davie Bowie - Heroes.The Rolling Stones - Paint It Black; The Beatles - Eleanor Rigby; Bob Dylan - Like A Rolling Stone; The Verve - Bitter Sweet Symphony