მიხეილ სააკაშვილი: ყველა ოჯახი მიიღებს მეტ სარგებელს და ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უფრო მაგარ საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი: ყველა ოჯახი მიიღებს მეტ სარგებელს და ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უფრო მაგარ საქართველოში

„ეხლა ექსპერიმენტების ჩატარების დრო არ არის, არ ჩავუგდოთ ქვეყანა საძიძგნად მათ, ვინაც არ მოგვცა საშუალება ჩვენი ქვეყანა განგვევითარებინა“, - ასე მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა იმერეთის რეგიონში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას, სადაც სხვადასხვა სოფელში რამდენიმე შეხვედრა გამართა.

 მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმებსა და ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებზე ესაუბრა.

 ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივებს მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო და ყურადღება იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც ბაღდათსა და წყალტუბოში უახლოეს კვირებში დაიწყება.

 „რამდენიმე უკვე დაწყებულია, 10ზე მეტი სასტუმრო აშენდება, ყველა აბაზანა აღდგება, აუზები შენდება, პარკები კეთდება და ჩვენ მართლა გავაკეთებთ საქართველო მსოფლიო მაშტაბის სიამაყედ იქცეს“, - განაცხადა მან.

 პრეზიდენტი არჩევნების თემასაც შეეხო. მისი თქმით, არაფერია შეუქცევადი და შესაძლოა ყველაფერი რასაც მივაღწიეთ განადგურდეს. ამიტომ შეკრებილ საზოგადოებას ერთად დგომისკენ მოუწოდა.

 „ერთად თუ დავდგებით არაფერიც არ შეტრიალდება. თითოეული ხმა არის დაცვის საშუალება ჩვენი მონაპოვრისა. უნდა წავიდეთ წინ და არა უკან.  ჩვენ გავაგრძელებთ შენებას, განვითარებას, მართლა დავამარცხებთ გაჭირვებას, ყველა ოჯახი მიიღებს მეტ სარგებელს და ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უფრო მაგარ საქართველოში“, - დასძინა მან.

 იმერეთში მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან  სანდრა რულოვსთანთან ერთად იმყოფებოდა.