ბაქრაძე დღეს 5 რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს წარადგენს

ბაქრაძე დღეს 5 რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს წარადგენს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს 5 რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს წარადგენს.

ბაქრაძე დღეს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს: წალკაში, გარდაბანში, მარნეულში, გორსა და  ხაშურში.

გარდაბნის მექანიზაციის ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარე წალკის მაჟორიტარობის კანდიდატად რეზო შავლოხაშვილს, გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატად თემურ ფეიქრიშვილს და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატად აზერ სულეიმანოვს დაასახელებს.

დღესვე დავით ბაქრაძე გორის მაჟორიტარად შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს გიორგი ტატიშვილს და ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატად დეპუტატ სერგო ქიტიაშვილს წარადგენს.