მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი დიდგორი წინ არის

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი დიდგორი წინ არის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას ყველას შეახსენა, რომ მაშინდელი ლაშქარი ქართულ ჯართან ერთად, საქართველოს თავისუფლებას იცავდა.

„ აქაურ ველზე, ჩვენთან იდგა მაშინდელი ნატო, ჯვაროსნული ლაშქარი, რომელიც ჩვენთან ერთად იცავდა საქართველოს თავისუფლებას ამ ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ. საქართველოში არასდროს არ აშენებულა ამდენი, რამდენიც ბოლო წლების განმავლობაში აშენდა საქართველში. დავით აღმაშენებლის შემდეგ ასეთი აღმშენებლობა როგორ ჩვენს ეპოქაშია, არ ყოფილა“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა იმ ხუთ მთავარ პრინციპზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის აქტუალური იყო დავით აღმაშენებლის დროსაც და როგორც არასდროს აქტუალურია დღესაც .ეს პრინციპებია  ერთიანობა, თავისუფლების მოყვარეობა და შეუპოვრობა, აღმშენებლობა, რეფორმები და გამარჯვება, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა მოიპოვოს ქვეყანამ.

„ჩვენ ამ რეფორმებს მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ.  ეს არის გამარჯვება, ნებისმიერ ფასად გამარჯვება. რამდენი ლიპარიტ ბაღვაშიც არ უნდა გამოგვიგონონ, იმდენი დავითი დაიბადება, რამდენი შულავერის კომიტეტი არ უნდა გამოგვიგონონ, იმდენი ახალი დიდგორი შეიქმნება. ჩვენი დიდგორი კიდევ წინ არის, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე დაწყებულ საქმეს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ საქართველოს და ჩვენ აუცილებლად გვექნება ბედნიერი მომავალი“,-განაცხადა პრეზიდენტმა.