რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტი კარელიაში საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა და სასულიერო პირები პუტინს ვალაამის მონასტერის ეზოში შეხვდნენ, დახვედრა თბილი აღმოჩნდა, ზედმეტადაც კი.
საქმე იმაშია, რომ მონასტრის, ერთ-ერთი, მღვდელი პუტინს გაწვდილ ხელზე ეამბორა, რაც ქვეყნის პირველ პირს არ მოეწონა და მღვდელს გაბრაზებულმა მუშტიც კი მოუღერა.
ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა, სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ მაკედონიელი მღვდელი, მთელ რიგ ბალკანურ ტრადიციებს ინახავს და აქედან გამომდინარე, ყველას ხელზე ჰკოცნის, არა აქვს მნიშვნელობა ქვეყნის პირველი პირი იქნება ის, მეორე, თუ მეასე...