არასამთავრობო ორგანიზაციებმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „ახალი ვექტორი” და “ჰეპა პლუსი” ადამიანთა ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
„კონსტიტუციის 42“-ე მუხლის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმის გაფორმების მიზანია ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა ადამიანთა ჯანმრთელობის უფლების დასაცავად, იურიდიული მომსახურების განხორციელებისა და ერთობლივი საინფორმაციო კამპანიების წარმოების გზით.
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ახალი პროექტი „სტრატეგიული სამართალწარმოება ჯანმრთელობის უფლების დასაცავად“ დაიწყო, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო” აფინანსებს.
ორგანიზაცია ჯანმრთელობის უფლებების დაცვის საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციებს გაუწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს. ასევე, ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები.