დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კალაძის დაჯარიმების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციის განხილვა გაიმართება.
სხდომა დილის 10:00 საათზე N14 ოთახში გაიმართება. საქმეს მოსამართლე მერაბ ლომაძე განიხილავს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე კახი კალაძე 16 944 900, ბიძინა ივანიშვილი კი - 20 243 827 ლარით დააჯარიმა.