სამმა კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.
კომისიის პრესსამსახურის ცნობით, შპს GDS TV-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად ავტორიზაცია გაიარა. მაუწყებლობის სახე სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა იქნება, გეოგრაფიული არეალი – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
შპს "მეცხრე არხი ინფო"-მ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განსახორციელებლად ავტორიზაცია გაიარა. მაუწყებლობის სახე საერთო მაუწყებლობა იქნება. გეოგრაფიული არეალი - საქართველოს ტერიტორია და მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
შპს Altervision TV-ც საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ავტორიზაციის მფლობელი გახდა. მაუწყებლობის სახე სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა იქნება, გეოგრაფიული არეალი - საქართველოს მთელი ტერიტორია და მაუწყებლობის ხანგრძლივობა - 24 საათი.