კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინათინ ხიდაშელი სოფელ იორმუღანლოში "ქართული ოცნების" აქტივს შეხვდა.
ხიდაშელს სოფლის მაცხოვრებლები მათთვის არსებული აქტუალური პრობლემებზე ესაუბრნენ.
ხიდაშელის თქმით, მოსახლეობის აქტიურობა საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანულ სოფლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„პრობლემები, რომელიც დღეს ქართველ გლეხს აწუხებს, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში იგრძნობა“, - განაცხადა მან.
დღესვე, თინათინ ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობასთან ერთად წინასაარჩევნო ღონისძიებები დაგეგმა, მათ შორის იორმუღანლოში "ქართულო ოცნების" ოფისის გახსნა.