„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან. კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სტუმრებს მათი შევიწროებისა და დევნის შესახებ მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას.
შეხვედრა კოალიციის ცენტრალურ ოფისში 12:00 საათზე გაიმართება.