ვინ აპირებდა დღეს პუტინის მოკვლას და შერემეტიევოს აფეთქებას?

ვინ აპირებდა დღეს პუტინის მოკვლას და შერემეტიევოს აფეთქებას?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 37 წლის თანამშრომელმა  იულია ასტახოვამ ფეხზე დააყენა მოსკოვის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინსიტროები, აგრეთვე სპეცრაზმები.

ასტახოვამ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მას ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს პრეზიდენტ პუტინზე თავდასხმა განხორციელდებაოდა, შერემეტიევოს აეროპორტში კი ხანძარი გაჩნდებოდა.

როდესაც პოლიციის  თანამშრომლები ასტახოვას სამუშაო კაბინეტში შევიდნენ, ასტახოვამ განუცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე შუქი აინთო და ჩაქვრა, ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ პუტინს მოკლავდნენ. პოლიციელების თანხლებით, ის ცდილობდა სახანძროში დარეკვას, რათა შერემეტიევოს აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეეტყობინებინა.

გასაუბრების შემდეგ მოსკოვის სამძებრო-საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა დაასკვნეს, რომ ასტახოვა შეურაცხადი იყო და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს ექსპერტიზის ჩასატარებლად.

იმ შემთხვევაში, თუ ასტახოვა ფსიქიკურად ჯანმრთელი აღმჩნდა, მაშინ ის პასუხს აგებს სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლით-ტერორიზმის აქტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს