ეგვიპტელმა მუსლიმებმა პრეზიდენტის მხარდასაჭერი დემონსტრაცია გამართეს ქაიროში. ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომელმაც მურსის გადაწყეტილება სამხედრო საბჭოს მაღალჩინოსნების შეცვლის შესახებ, დადებითად შეაფასა.
„სამხედრო ძალების ხელმძღვანელის ფელდმარშალ ტანტავის და გენშტაბის უფროსის ანანის შეცვლა, ქვეყნის და ხალხის ინტერესებს შეესაბამება“,-აცხადებენ დემონსტრანტები. მურსიმ აგრეთვე შეცვალა კონსტიტუტიციის ის ნაწილი, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას სამხედრო საბჭოს სასარგებლოდ ზღუდავდა.
ექსპერტთა განცხადებით კი, მურსის ამ გადაწყვეტილებამ დაასრულა ეგვიპტის რევოლუცია, რომელიც სწორედ სამხედროების ძალაუფლების წინაღმდეგ იყო მიმართული.
.