პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტს პროგრამას უწუნებს

პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტს პროგრამას უწუნებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკვეთრად გააკრიტიკა რესპუბლიკელების ახალი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის პოლ რაიანის ეკონომიკური პროგრამა. რაიანი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრად შემცირებას მოითხოვს და ჯანდაცვის იმ რეფორმის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც ბარაკ ობამამს პირადი ინიციატივით ამოქმედდა.

„ჩვენ ადრეც გვიკიჟინებდნენ „ზემოდან გაწმენდის“ თეორიას, მაგრამ ამ თეორიით ვერ შეამცირებ დეფიციტს, ვერ შექმნი სამუშაო ადგილებს, ვერ გამოაცოცხლებ საშუალო კლასს და ეკონომიკას წინ ვერ წაწევ“,-განაცხადა ობამამ.

42 წლის პოლ რაიანი, რომელიც მით რომნიმ გასულ კვირას წარადგინა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად, რესპუბლიკელების კონსერვატიულ ფრთაში დიდი მოწონებით სარგებლობს. ობამას საბიუჯეტო პოლიტიკის კრიტიკა მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.