მთავრობაში 2 მინისტრი შეიცვალა

მთავრობაში 2 მინისტრი შეიცვალა

 ფინანსთა მინისტრად ალექსანდრე ხეთაგური დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი გვინდაძე შეცვალა. 

პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრის პოსტს თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე დაიკავებს.

გვინდაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2011 წლის ივნისში კახა ბაინდურაშვილი შეცვალა.