ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიამონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები დღეს გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიამონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები დღეს გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა  მედიამონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის პრეზენტაცია"შერატონ მეტეხი პალასში" შედგა.

 პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის,  "ტელეიმედის", "რუსთავი 2-ის", "კავკასიის", "მაესტროსა" და "მეცხრე არხის" ეთერში გასულ სოციალურ, ფასიან და ფარულ რეკლამებს აკვირდება.

 როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მედიამონიტორინგის შედეგად ძირითადად რეკლამის შესახებ კანონის დარღვევის შედეგები გამოვლინდა.

 "არის სოციალური რეკლამის სტატუსის მქონე ფარული რეკლამის შემთხვევები. ასევე გამოვლინდა პოლიტიკური რეკლამის შემთხვევა, რომელიც არაეთიკურ ჭრილშია დამზადებული", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

 ადამიანის უფლებათა ცენტრმა ასევე დაიანგარიშა ზემოთ ჩამოთვლილ ტელეკომპანიებში, რომელი სარეკლამო რგოლი გადიოდა ყველაზე ხშირად.

 პირველი ეტაპი 18 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს მოიცავს. მედიამონიტრორინგის შემდეგი ეტაპის შედეგები უკვე სექტემბერში გამოვლინდება, რომელიც მიმდინარე პერიოდს, აგვისტოს მონაცემებს ასახავს.