დემურ გიორხელიძე: ივანიშვილი ბიუჯეტში დამატებით თანხებს იმიტომ გადარიცხავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს

დემურ გიორხელიძე: ივანიშვილი ბიუჯეტში დამატებით თანხებს იმიტომ გადარიცხავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს

ექსპერტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის გადაწყვეტილებით, რომელიც დაზარალებულთა დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხების გადარიცხვას უკავშირდება, პირდაპირ ქველმოქმედებას ემსახურება.

როგორც დემურ გიორხელიძემ From.ge სთან საუბარში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე ამ გადარიცხვებს გააკეთებენ დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე და ისინი ამით თავიანთი პოზიციის გამოხატვას შეეცდებიან.

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ასეთი გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ კოალიციამ ხელისუფლებაზე მოახდინოს ზეწოლა - რომ მან ფული კონკრეტული მიზნისთვის მიმართოს. ხელისუფლება კი ამ თანხას დანიშნულებისამებრ და დაზარალებულთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მიმართვას თუ არა, ეს უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება“, - განაცხადა გიორხელიძემ.

თუმცა ექსპერტს გამორიცხულად მიაჩნია, რომ ხელისუფლება ამას დაზარალებულთა დასახმარებლად მიმართავს. მისი თქმით, ამას ხელისუფლებისთვის პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია.

გიორხელიძე აცხადებს, რომ მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებებს არ შეიტანს და იტყვის, რომ ივანიშვილის მიერ ჩარიცხული დამატებითი თანხები დაარეზერვა.

„ხელისუფლება იტყვის, რომ ეს თანხები რეზერვში  გაუშვა, დაზარალებულებს კი იმ თანხებით დავაფინანსებ, რაც მაქვს ბიუჯეტში და რაც ისედაც გაცხადებული იყო მათ დასახმარებლად. თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს განცხადება, ცხადია, ბიძინა ივანიშვილს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს და ხალხიც შესაბამისად შეაფასებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ კოალიცია ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამტრედიაში კახი კალაძემ, შესაძლოა, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საკომპენსაციოდ,  სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხონ.