პარლამენტის წევრობის კანდიდატად დასახელებული პირები თანამდებობებიდან 14 აგვისტომდე გათავისუფლდებიან

პარლამენტის წევრობის კანდიდატად დასახელებული პირები თანამდებობებიდან 14 აგვისტომდე გათავისუფლდებიან

პარლამენტის წევრობის კანდიდატად დასახელებული პირები თანამდებობებიდან 14 აგვისტომდე უნდა გათავისუფლდნენ. შესაბამისი ვადა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკშია გაწერილი.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებელია. ამ შემთხვევაში კანონი მთელ რიგ თანამდებობის პირებთან მიმართებაში მათ გადადგომას ითვალისწინებს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკის მიხედვით, თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი მათ შესაბამის საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინონ.

"არჩევნებამდე არაუგვიანეს 48-ე დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი, საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები", - ნათქვამია საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში.
რაც შეეხება მიმდინარე კვირის სხვა რიცხვებში გაწერილ გრაფიკს, 15 აგვისტოს პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ და კვალიფიციურ სუბიექტებს არ წარმოადგენენ, ცესკო-ს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 %) ამომრჩევლის სია, ხოლო კვალიფიციურმა საარჩევნო სიბუექტმა, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, მხარდაჭერთა 1 000 ამომრჩევლის სია უნდა წარუდგინოს.
"პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკო-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილება, მისი წარდგენიდან 10 დღეში", - აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.