მაია ფანჯიკიძე: ბურჯანაძის გადაწყვეტილება გონივრულია და მიზნად ოპოზიციის გაძლიერებას ისახავს

მაია ფანჯიკიძე: ბურჯანაძის გადაწყვეტილება გონივრულია და მიზნად ოპოზიციის გაძლიერებას ისახავს

„ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის არმიღების შესახებ,  გონივრულია და მიზნად ოპოზიციის გაძლიერებას ისახავს“, - ასე შეაფასა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართელოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ნაბიჯი, რომელიც მან არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიიღო.

როგორც ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, ბურჯანაძემ ეს გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ ოპოზიციის ხმების დაქსაქსვა არ მოხდეს, რასაც არჩევნების დროს ხშირად აქვს ადგილი.

„ჩვენ მის გადაწყვეტილებას მივესალმებით. ის ემსახურება ერთ მიზანს - ოპოზიცია იყოს ძლიერი და ერთმანეთს ხმები არ წაართვან, რაც შეიძლება მეტ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვოს ოპოზიციამ, ისევე, როგორც პროპორციული სიით“- განაცხადა ფანჯიკიძემ.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბუჯანაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 1 ოქტომბერს გაიმართება.