„თავისუფალმა საქართველომ“ სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა

„თავისუფალმა საქართველომ“ სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა

პარტია „თავისუფალი საქართველო“   მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების გამოსავლენად ობიექტური და მიუკერძოებელი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თენგიზ ომანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განააცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით, პარტია სოციოლოგიური კვლევის ჩატარებაზე ტენდერს აცხადებს. ომანაძის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს შეუძლიათ.

„პარტია კვლევის დაფინანსების ვალდებულებას იღებს. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია სრულ დამოუკიდებლობას და საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიებს მიიღებს“ - განაცხადა ომანაძემ.

მისივე თქმით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შესაბამისი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, კვლევის ჩატარების შესაძლებლობის მასშტაბები, კვლევის რესპონდენტთა შერჩევის პრინციპები და ინტერვიუერთა კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ.