თინა ხიდაშელი: პენსიონერებს, თუ საჭმლის ფული არ ექნებათ, რად უნდათ ახალი კბილები?

თინა ხიდაშელი: პენსიონერებს, თუ საჭმლის ფული არ ექნებათ, რად უნდათ ახალი კბილები?

საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველო”უკვე დაიწყო. როგორც პრეზიდენტი პენსიონერებს შეჰპირდა, მათ „ლამაზი და ახალი კბილები“ ექნებათ.  საპრეზიდენტო პროგრამა პირველად გურიიდან დაიწყო.  მკურნალობის კურსი, რომელიც 300-მდე ადგილობრივს ჩაუტარდება, თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოპედიულ მომსახურებას გულისხმობს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საპრეზიდენტო პროგრამის განხორციელების დაწყება აგვისტოს შუა რიცხვებში, ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვაა სახელისუფლო გუნდის მიერ.

„ეს აშკარად ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა, ვისაც უნდა ამის დანახვა, ისედაც დაინახავს. რატომ არ დაიწყო ხელისუფლებამ ამ პროგრამის განხორციელება მარტში ან თუნდაც ნოემბერში? რაღა მაინცდამაინც აგვისტოს შუა რიცხვებში?

მინდა გითხრათ, რომ ამის გარდა აგვისტო-სექტემბერში კიდევ ხორციელდება დამატებით პროგრამები, რომლებიც 2012 წლის ბიუჯეტში არ ყოფილა გაწერილი. 55 წლის ზემოთ გადაცილებულ პენსიონერებს, თუ საჭმლის ფული არ ექნებათ, რად უნდათ ახალი კბილები?  ახლა გაახსენდათ ეს პენსიონერები? საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პროგრამის განხორციელება სწორედ გურიიდან დაიწყო, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ, „ქართული ოცნების“ აქციაზე ოპოზიციურად განწყობილი მთელი გურია გამოვიდა“,-აცხადებს ხიდაშელი.