მურსი ეგვიპტის სამხედრო საბჭოს აახალგაზრდავებს

მურსი ეგვიპტის სამხედრო საბჭოს აახალგაზრდავებს

ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა მოჰამედ ჰურსიმ ეგვიპტის სამხედრო საბჭოს  „გაახალგაზრდავების“ შესახებ განცხადება გააკეთა. მან ეგვიპტის უმაღლესი საბჭოს შეაირაღებული ძალების მარშლის ჰუსეინ ტანტავის და გენრალური შტაბის ხელმძღვანელის სამი ანას გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

„ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მიმართული კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ. მე არანაირი განზრახვა არ მქონდა იმის, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუტები უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა. მე ეს ჩემი ხალხის და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის გავაკეთე“,-განაცხადა მურსიმ გუშინ გვიან საღამოს გამართულ შეხვედრაზე. 

მარშალ ჰუსეინ ტანტავს 20 წელი ეკავა უმაღლესი სამხედრო მარშლის პოსტი, მას ეგვიპტის „რუხ კარდინალსაც“ უწოდებდნენ, ამჯერად ტანტავი მურსის მხოლოდ მრჩეველი ხდება სამხედრო საქმეში.