ლონდონის მერი დედაქალაქში ინვესტორებს იწვევს

ლონდონის მერი დედაქალაქში ინვესტორებს იწვევს

ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადა-2012 დაიხურა, ლონდონელები კი დახარჯულ თანხებს ითვლიან. Financial Times-ის ინფორმაციით,  ლონდონის ოლიმპიადა ბრიტანელებს 9,3 მილიარდი ფუნტი დაუჯდათ.

ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა მსოფლიოს ინვესტორებს მოუწოდა ფულის ჩადება არ დაენანოთ „ოლიმპიური პარკის“ ტერიტორიაზე, რადგან „ეს გახლავთ ყველაზე მიმზიდველი ადგილი მთელ მსოფლიოში“,-აცხადებს ჯონსონი.

პარკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი რაიონი აშენდება. აქ იქნება სახლები, ოფისები, სკოლები, საავადმყოფოები  და დასაქმდება დაახლოებით 8000-მდე ადამიანი. ოლიმპიური სოფელში კი ბინები მცირეშემოსავლიან ოჯახებს გადაეცემათ.

„დედოფალ ელიზაბეტის ოლიმპიური პარკის“ ნაწილზე განლაგებულ ოლიმპიურ ობიექტებს, უბრალოდ აიღებენ, ნაწილი კი მალე გაიხსნება დამთვალიერებლებისთვის

ლონდონის ოლიმპიადა გუშინ გრანდიოზული შოუთი დაიხურა, რომლის რეჟისორიც ბრიტანელი ქორეოგრაფი კიმ გევინი გახლდათ. დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურმა ჯგუფებმა Muse, Pet Shop Boys, Take That, The Who და  Spice Girls-მა.