ბრეტ პიტის ყოფილი მეუღლე ქორწინდება(VIDEO)

ბრეტ პიტის ყოფილი მეუღლე ქორწინდება(VIDEO)

უცხოური პრესა ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯენიფერ ენისტონისა და  მისი რჩეულის ასევე, მსახიობის, სცენარისტისა და რეჟისორის ჯასტინ ტერის ქორწინებაზე ალაპარაკდა.

„ჯასტინმა დაბადების დღეზე  ჯენიფერისგან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, საყვარელი ქალი მას ცოლობაზე დასთანხმდა,“-ამბობს მსახიობის ოფიციალური წარმომადგენელი. 41 წლის ტერი და 43 წლის ჯენიფერი უკვე ერთი წელია ხვდებიან.

ჯენიფერი ენისტინი ცნობილი ამერიკული სატელევიზიო სერიალიდან „მეგობრები“ გახდა, სადაც ის რეიჩელ გრინის როლს ასრულებდა, ამ როლისთვის ჯენიფერი „ემისა“ და „ოქროს გლობუსზე“ იყო ნომინირებული. 2003 წელს დიდი წარმატება მოუტანა ფილმმა „ყოვლისშემძლე ბრიუსი“.

2000 წელს ჯენიფერი  ბრეტ პიტზე დაქორწინდა. ხუთი წლის შემდეგ კი წყვილი დაშორდა, რისი მიზეზიც ანჯელინასა და ბრეტ პიტის რომანი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, პრესა დიდი ხანია ამ ვარსკვლავური წყვილის ქორწინებაზე საუბრობს, თუმცა ანჯელინასა და ბრედის ქორწილის ზუტი თარიღი ამ დრომდე არ ხმაურდება.