ნაციონალური მოძრაობის თბილისის მაჟორიტარები ცნობილია

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მაჟორიტარები ცნობილია

თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის 10 კანდიდატი დაასახელეს.

კერძოდ, ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს  გიორგი კარბელაშვილი იყრის, მთაწმინდაზე – არჩილ გეგენავა, კრწანისში – დავით საყვარელიძე, გლდანში – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევში – მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთში – ანდრო ალავიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალოზე – ანდრია ურუშაძე და დიდუბეში - გიორგი ჩაჩანიძე.

კანდიდატების წარდგენა დღეს მმართველი პარტიის ოფისში მოხდა.