კამერული მუსიკის კონცერტი „თიბისი გალერეაში“

კამერული მუსიკის კონცერტი „თიბისი გალერეაში“

დღეს, 13 აგვისტოს, „თიბისი გალერეაში“, დღეს მუსიკალური ფესტივალის „მოგზაური ნოტები 2012“ ფარგლებში, გაიმართება  კამერული მუსიკის კონცერტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონცერტში მონაწილეობს წეროვანის დევნილთა სკოლის სასულე ორკესტრი, რომელიც 2010 წელს „თიბისი“ ფონდმა დააფუძნა. ეს არის პირველი შერეული სასულე ორკესტრი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 14-იდან 18 წლამდე დევნილ ბავშვებს.

პროგრამაშია მსოფლიო კინომუსიკა და კლასიკური სიმფონიური კომპოზიციები,  შესრულდება შტრაუსის, ბახის, პიაცოლას ნაწარმოებები, ასევე, შესრულდება ვიქტორ დოლიძისა და რევაზ ლაღიძის კომპოზიციები. გალა წარმოდგენაზე 15 აგვისტოს შესრულდება ლალოს კონცერტი ჩელოსათვის.

ფესტივალის მუსიკალური და საგანმანათლებლო ნაწილის გარდა, ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალება მიეცემათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. დაგეგმილია ექსკურსიები მცხეთაში, უფლისციხეში, დავით გარეჯის მონასტერში, ნარიყალის ციხეზე, ძველ თბილისში. მუსიკოსები ადგილობრივი მოცეკვავეების კონცერტსაც დაესწრებიან. 
ფესტივალის მონაწილეთა პატივსაცემად  აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით სპეციალური მიღებასაც გაიმართება.