დღეს დიდგორობაა

დღეს დიდგორობაა

 დღეს დიდგორობაა.დიდგორობის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე დილიდან დაიწყება.

 ღონისძიებაში მონაწილეობას ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტი მიიღებს. დიდგორის ველზე დაიდგმება შვიდივე მუნიციპალიტეტის სტენდები, გამოიფინება ხალხური რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები. მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს გამართავენ.

დიდგორის ველზე გაიმართება სახალხო სეირნობა, ტურნირი ჭიდაობაში და ცხენზე ჯირითში. ასევე, დიდგორის ველზე, ამფითეატრის სცენაზე მაყურებელი თეატრალიზებულ წარმოდგენას იხილავს. დიდგორის ველზე მსახიობები გააცოცხლებენ დიდგორის ბრძოლის ამსახველ სცენებს.

თეატრალიზებული წარმოდგენის შემდეგ დიდგორის ველზე ანსამბლ "33ª"-ს და ზუმბას მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

დილიდან დიდგორის ველზე ელოდებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

1121 წლის 12 აგვისტოს ქართულმა ჯარმა დავით აღმაშენებლის მეთაურებით თურქ-სელჩუკები დაამარცხა. დიდგორობა სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით აღინიშნება.