ზურაბ აბაშიძე სამგორის რაიონში ქინძმარაულის  ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

ზურაბ აბაშიძე სამგორის რაიონში ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ქინძმარაულის  ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე აბაშიძემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ არსებული პრობლემების მოგვარების მისეული გეგმის შესახებ ესაუბრა.

დღევანდელ შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს  „ქართული ოცნების“  სხვადასხვა სფეროს პროგრამებიც გააცნო. მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების პროგრამები.

„1 ოქტომბერს ერთად  გადავწყვიტავთ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალს და ერთად ვიცხოვრებთ წყნარ, მშვიდ ქვეყანაში.“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დასასრულს.