ტაივანში პირველი ბუდისტური ერთსქესიანი ქორწინება აღნიშნეს

ტაივანში პირველი ბუდისტური ერთსქესიანი ქორწინება აღნიშნეს

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ტაივანში პირველი ბუდისტური ერთსქესიანი ქორწინება აღნიშნეს.  30 წლის ქალბატონებმა ფიშ ხუანმა და იუ იატინმა ოჯახი შექმნეს.

საქორწინო ცერემონია ტაივანის ტაოიუანის პროვინციაში ბუდის ქანდაკების წინ გაიმართა. ქალბატონები თეთრ საპატარძლო კაბებში იყვნენ გამოწყობილნი. დაახლოებით 300-მდე ბუდისტმა ახლადაქორწინებულების საპატივცემულოდ სუტრები შეასრულეს.

წყვილმა დალოცვა ბუდისტი მოძღვრისგან მიიღო.  ში ჩაოხუეი ამავდროულად ტაივანის უნივერსიტეტის პროფესორიცაა.  პროფესორმა აღფრთოვანება გამოხატა ქალბატონების მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ყურადღებას არ აქცევენ.

ბუდიზმი ძირითადად არ კრძალავს ერთსქესიან კავშირს, თუმცა ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული განხილვები მინდინარეობს რელიგიის წარმომადგენლებს შორის.