პან გი მუნი სირიაში დამკვირვებლებისთვის მანდატის გაგრძელებას ითხოვს

პან გი მუნი სირიაში დამკვირვებლებისთვის მანდატის გაგრძელებას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუინი სირიაში დამკვირვებლებისთვის მანდატის გაგრძელებას ითხოვს. მანდატს ვადა 19 აგვისტოს ეწურება. წერილი გენერალურმა მდივანმა უკვე გადაუგზავნა წევრ ქვეყნებს.

ამ საკითხს გაერო 16 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს. ზოგიერთი წევრი ქვეყნები წინასწარ აფიქსირებენ, რომ შესაძლებელია ამ წინადადებას მხარი არ დაუჭრონ, რადგან შეუაირაღებელი დამკვირვებლების ყოფნა ქვეყანაში, სადაც ომია გაჩაღებული, დამკვირვებელებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.