პეტერბურგის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა პოლიციას მიმართეს განცხადებით, მადონა პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის დროს, კანონდარღვევაში დაადანაშაულონ არასრულწლოვნებს შორის სექსუალური უმცირესობების პროპაგანდისთვის.
„კონცერტის დროს დარბაზში იჯდნენ 12 წლამდე არასრულწლოვნები, ამ დროს კონცერტზე გამოყენებულ იქნა ლგბტ საზოგადოების ატრიბუტიკა -ბანერები, დროშები, ქოლგები და ა.შ. მომღერალმა სცენიდან მოუწოდა მსმენელებს მხარი დაეჭირათ ერთსქესიანი ქორწინებისთვის და ეს განცხადება მან ტოლერანტობის საფარველით შებურა“,-ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მადონამ კანონი სექსუალურ უმცირესობათა შესახებ დაარღვია და უნდა დაისაჯოს, რადგან მან სცენაზე გამოსვლისას ააფრიალა ბანერი ფერადი ცისარტყელით, რაც ლგბტ-ს სიმბოლიკაა, მოუწოდა სექსუალური უმცირესობების მიმართ შიში არ ყოფილიყო, აგრეთვე მომღერალმა სცენაზე მაოწყო სტრიპტიზი.