ცნობილი ინგლისური ბრენდის Mulberry-ს სარეკლამო კამპანია ყოველთვის ორიგინალური და საინტერესოა. ბრენდმა ამჯერადაც პროდუქტის პოპულარიზაციის მსგავს ხერხს მიმართა და ახალი 2012/13 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის რეკლამისთვის მოდელთან ერთად უცნაური, არამიწიერი არსებები გამოიყენა.
ტოპ-მოდელი ლინდსი ვიქსონი მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა ტიმ უოლკერმა ტყეში უზარმაზარი ბეწვიანი არსებების ფონზე გადაიღო. ფოტოებზე მოდელი და მონსტრები მეგობრების როლში არიან.
ამ უცნაურ ფონზე მოდელი წარმოადგენს მკვეთრი ფერის კაბებს, ბეწვისა და ტყავის მოსაცმელებსა და ჩანთებს.
ბრენდის პროდუქციის ინტერნეტ შესყიდვა შესაძლებელია მისამართზე: www.mulberry.com